თბილისის 37_ე სკოლის მე_11კლასის მოსწავლე
იმედა (იმიკო) მსხილაძე.
მე ვცხოვრობ და ვსწავლობ თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში-ჩუღურეთში.აქ ერთმანეთის გვერდით ქართულ ალიონს ეგებებიან: ქართველი, სომეხი, ებრაელი , იეზიდი,რუსი, უკრაინელი და ა.შ.ეროვნების წარმომადგენლები.
შესაბამისად, კარგად ვიცნობთ ერთმანეთის ეროვნულ ტრადიციებს და პატივს ვცემთ კიდეც. ჩემი მშობლიური სკოლის კედლებში ერთმანეთის გვერდცით თხუთმეტზე მეტი ეროვნების ახალგსაზრდა სწავლობს. მოსწავლეთა უმეტესობა სომეხი ეროვნებისაა. არ შემიძლია არ გავიხსენო ის დღე, როცა სკოლის დირექტორმა გაგვიმხილა, რომ ერევნიდან სტუმრებს ველით და მასპინძლობა თქვენ უნდა გაუწიოთო. კენჭისყრის შედეგად ჩემი სტუმარი ძალიან კარგი ადამიანი - ვაჰაგი გახდა. ჩვენ მთელ დროს ვატარებდით ერთად, ვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენი ქვეყნების შესახებ, ვმონაწილეობდით სასკოლო პროექტებში, ღია გაკვეთილებსა და საკონცერტო პროგრამებში.. მალე დადგა ის სანუკვარი დღე, როცა მე პირველად ფეხი დავდგი ჩემი ახალი მეგობრის მშობლიურ მიწაზე... თუმცა ბევრი მსმენოდა სომხეთის სილამაზეზე, მაგრამ ქართველები ამბობენ: ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო და როცა ვიხილე ეს სილამაზის სავანე, პირველივე წამიდანვე მოვიხიბლე. არარატის სიდიადემ, ერევნის ქუჩების სიფაქიზემთვალი მომჭრა... მაგტრამ, საუკეთესო და გასაოცარი თურმე წინ მელოდა... მე მიმაჩნია უდიდეს გამართლებად , რომ მერგო ბედნიერება მოვხვედრილიყავი მხითარ სებასტაცის სასწავლო კომპლექსში.
რომელიც , არა მარტო ჩემთვის, არამედ იქ მოხვედრილი ნებისმიერი უცხოელისთვის უდიდესი აღმოჩენაა. თავისი სასკოლო პროგრამით, პროექტებით, რესურსებითსა და არაჩვეულებრივი ბაზით. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ბატონ აშოტთან შეხვედრა, მისალმების მისეული ჟესტი, რომელიც , სიმართლე გითხრათ ჩვენი დელეგაციის წევრებსაც გადმოედოთ .მე,როგბორც მოსწავლემ, გავიგე თუ რაოდენ მრავალფეროვანო და საინტერესო შეიძლება იყოს სასკოლო ცხოვრება. იქ იგრძნობოდა ,რომ ყველა და ყველაფერი ,რაც სასკოლო ცხოვრებას ეხება ორიენტირებულია მოსწავლეთა კეთილდღეობაზე... განმაცვიფრა ჩემი თანატოლების ყურადღებამ, თითოეული ,მასპინძელი ,პედაგოგის ენთუზიაზმმა. ბატონი აშოტის მზრუნველობამ .,როგორ ცდილობდა, რომ მეტი შეგვეტყი სომეხი ერის შესახებ. ერევნის ფილარმონიაში გამართულმა კლასიკური მუსიკის კონცერტმა დამარწმუნა, რომ კავკასია მადანია ნიჭიერებისა. მე ორჯერ ვიყავი სებასტაცის სკოლის სტუმარი, ორივე ვიზიტი სებასტაცის დღეებს უკავშირდებოდა. ამ დღესასწაულის აღნიშვნის რიტუალში ჩართული ,,ჰარისასა" და ბროწეულის ღვინის არომატის შეგრძნება დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას...ორივე ვიზიტისას მოვილოცე ეჩმიადინის წმინდა კედლებში. ძალიან სწრაფად გაირბინა დრომმ. სწრაფად მიათვალა კალენდარმა
წარსულს დღეები , მაგრამ იქ გატარებუჯლი თითოეული წუთი, თითოეული წამი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია... მადლობა ჩემო მასპინძლებო, რომ ასეთი მასპინძლობა შეგიძლიათ. მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ ასეთი მეგობრობა შეგიძლიათ, მეგობრობა, რომელიც გზა და ხიდია ორი ერის კულტურული დაახლოებისათვის... დაე მუდამ იყოს მზე... დაე მუდამ იყოს სომხეთი... დაე მუდამ იყოს საქართველო... მრავალჟამიერ ჩვენი ერების მეგობრობას...
Комментариев нет:
Отправить комментарий